საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის - „ეტალონი“ ფინალური ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები დიპლომებით და კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ დააჯილდოვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ინტელექტ-ჩემპიონატი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მასში მიმდინარე სასწავლო წელს 2038 საჯარო, 105 კერძო სკოლა და გიმნაზია იყო ჩართული.