საქართველოს ჩინეთის გუანტუნის პროვინციის საქმიანი დელეგაცია სტუმრობს

29 აგვისტო, 2019 14:29 ეკონომიკა & ბიზნესი


საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია „საპარტნიპრო ფონდს“ ეწვია. დელეგაციაში გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ხელისუფლების, საბაჟო სახლის და ასევე, ფინანსური ბიუროს ხელმძღვანელი პირები შედიან.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის დელეგაციასთან შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განიხილა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელა. 
მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარებასა და საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ფონდის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს გუანჭოუში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად ქართული სავაჭრო სახლის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.


ჩინეთი

ბოლო სიახლეები