მდინარე ძამაზე არსებულ სახიდე გადასასვლელს სრულად აღადგენენ

29 აგვისტო, 2019 15:41 ეკონომიკა & ბიზნესი


ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მდინარე ძამაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
პროექტი სახიდე გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 
ამ დროისთვის ხიდის მზიდი კოჭების და ბურჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული.


ბოლო სიახლეები