ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობასთან გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს

31 აგვისტო, 2019 16:37 საზოგადოება


გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - შინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და კობა კობალაძე შეხვდნენ. შეხვედრას გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია სამომავლოდ პროექტების დაგეგმვის პროცესში, რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ინფორმაციას კონკრეტული საჭიროებების შესახებ


ბოლო სიახლეები