3 სექტემბერს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა ხოველ პოლანკო.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო უწყებაში მიიღებს ქართველი კოლეგა დავით ზალკალიანი. გვატემალის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და გვატემალის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სოფო ქაცარავასთან, ასევე იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან. ვიზიტის ფარგლებში, გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას