ისნის რაიონში "GWP"-მ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

4 სექტემბერი, 2019 13:24 საზოგადოება


კომპანია  "GWP"-მ ისნის რაიონში, ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში:

წყალმომარაგების 1.4 კმ სიგრძის მაგისტრალური ქსელი იცვლება.
ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
ჯივიპი პროექტში 850 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ლეჟავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნოემბერში დაასრულებს.


თბილისი

ბოლო სიახლეები