დავით აფციაური: "სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში"

5 სექტემბერი, 2019 22:22 პოლიტიკა


პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს მოქალაქეების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ამის შესახებ სააგენტო „სინხუას“ განუცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა დავით აფციაურმა. ”მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პროტესტი უნდა გამოიხატოს მშვიდობიანი ფორმით და უნდა იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ დიალოგის გზით და არა რადიკალური ქმედებებით და არა საზოგადოების ნორმალური ცხოვრების წესის დარღვევით”, - აღნიშნა მან. საქართველოს ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი). მისივე თქმით, სიანგანის მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის მატერიკულ ნაწილთან "ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ვაჭრობისა და ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას", - დაამატა მან და სიანგანის მოსახლეობას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ასევე გაიხსენა, რომ იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა სიანგანში, როგორც საქართველოს ელჩი ჩინეთში და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიანგანის მიერ მიღწეულმა არნახულმა პროგრესმა, მას შემდეგ რაც იგი ჩინეთის მატერიკულ ნაწილს შეუერთდა. ”მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ და არ აპირებს ამ მიდგომის შეცვლას“ - დასძინა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში. შეგახსენებთ, რომ სიანგანი მიმდინარე წლის ივნისიდან საპროტესტო აქციების გამო განიცდის არნახულ ზეწოლას, რომელიც გამოწვეულია კანონში (რომელიც ეხება დამნაშავეებს, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას) ცვლილების შეტანის მოთხოვნით. სიანგანის პოლიციის განაცხადებით, გასული ათწლეულების მანძილზე ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური აგრესია, რომელიც გამოწვეულია დემონსტრანტების მხრიდან.


ბოლო სიახლეები