ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ანაგაში შიდა საუბნო გზები და ვენახები დააზარალა

8 სექტემბერი, 2019 14:00 ეკონომიკა & ბიზნესი


სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მოადგილესთან, მერის წარმომადგენელთან და სოფელ ანაგის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დილიდან სოფელ ანაგაში იმყოფება. სადაც წუხელ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ შიდა საუბნო გზები და ვენახები დააზარალა.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას.

გიორგი გოგილაშვილი შეხვდა მოსახლეობას და ადგილზე გაეცნო სოფელში შექმნილ ვითარებას. სიღნაღის მერი ღვინის მარნების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რათა მათ დასეტყვილი ყურძენი დროულად ჩაიბარონ.


ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები