გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობა გაზის დანადგარების კუსტარულად დამონტაჟებას მაინც განაგრძობს

9 სექტემბერი, 2019 11:53 საზოგადოება


კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ახორციელებს საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას.

კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2455 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი - ჩასხნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე - თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

გთავაზობთ 2019 წლის აგვისტოს თვეში თბილისში, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:

 სამგორი - 653
 ისანი-ვაზისუბანი - 492
 სანზონა - 308
 ჩუღურეთი - 294
 ნაძალადევი - 219
 ნუცუბიძე - 84
 კრწანისი - 81
 ვაკე - 78
 დიღომი - 64
 დიდუბე - 55
 გლდანი - 42
 საბურთალო - 42
 მთაწმინდა - 34
 წყნეთი - 9


ბოლო სიახლეები