ნაფუძვრებში არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა

9 სექტემბერი, 2019 15:16 საზოგადოება



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუძვრებში შესრულდა არქეოლოგიური კვლევები, რომელიც შპს „კულტურული რესურსების კვლევის ცენტრმა“ ჩაატარა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტი ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისთან, სოფელ საფუძვრების ტერიტორიაზე, აფციაურების ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ნაშთების კომპლექსის კვლევების დაწყებას.
ექსპედიციაში მონაწილეობდა 15 კაცი (სტუდენტების ჩათვლით, მათ შორის, ანთროპოლოგი,მხატვარ-არქიტექტორი და სხვ). გაითხარა 4 ქვაყუთი.
ასევე ჩატარდა სამუშაოები არქეოლოგიური კომპლექსის ძირითად ნაწილზე, სადაც განლაგებულია ნამოსხლარის ნაგებობები, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევები და გამოქვაბულები.
გათხრების გარდა, დაიზვერა გალავანას ტერიტორია და მისი შემოგარენი. აქ ჯერჯერობით ძირითადი კომპლექსის მსგავსი დიდი გალავნები 
დადასტურდა.

საფუძვრების ტერიტორია „ნასოფლარი“ წარმოადგენს დიდ კომპლექსს, რომელიც გამოყენებული და აგებული იყო სხვადასხვა ეპოქაში - ბრინჯაოს ხანა (მეგალითური წყობების ნაშთები, ობსიდიანი), ელინისტური ხანა (ქვაყუთები), ადრე შუა საუკუნეები (ქვაყუთები),სხვადასხვა ეპოქის შუასაუკუნეები (ნაგებობა, გალავნები, სამაროვანი (ზოომორფული/ცხენის ქანდაკებები) და მცენარეული, ქვემო ქართლისთვისა და ჩრდილო კავკასიისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით. ეკლესიის ნაშთებსა და გამოქვაბულებს მცენარეული საფარის გახმობისა და მასში ალპინისტური მეთოდით შეღწევის შესაძლებლობის შემდეგ შეისწავლიან.

გარდა ამისა, მცენარეული საფარის გახმობის შემდეგ, შემოდგომაზე მთელ ტერიტორიასა და კომპლექსს დრონებით გადაიღებენ.


ბოლო სიახლეები