საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ბრესტის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

9 სექტემბერი, 2019 18:24 საზოგადოება


ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირაკლი კვანჭახაძემ და საქართველოს საელჩოს კონსულმა დავით კურტანიძემ ქალაქ ბრესტში ქალაქის დაარსების 1000 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

ბრესტის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ როგაჩუკის სახელით გამართულ მიღებაზე საელჩოს წარმომადგენლებმა, სხვა მოწვეული სტუმრების მსგავსად, ბელარუსის მხარეს საჩუქრად გადასცეს ტრადიციული სუვენირები და საჩუქრები.
ონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ბრესტის ციხესიმაგრე, სადაც პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ქართველ მეომართა საფლავებს.


ბელარუსი

ბოლო სიახლეები