მამაკაცს, რომელმაც მუხიანში ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა, განაჩენი გამოუტანეს

1 ივლისი, 2019 15:27 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  გაუპატიურებაში ბრალდებული  რ.ა. დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ.თბილისში,  მუხიანის  I მიკრო რაიონში რ.ა.-მ ელექტროშოკის გამოყენებით თ.კ. უმწეო მდგომარეობაში ჩააყენა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. 2019 წლის 1 იანვარს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) წარუდგინა. რ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ბოლო სიახლეები