პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, პარლამენტის სასწავლო ცენტრში დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა.
დისტანციური სწავლების პორტალი არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს, თბილისის სასახლეში და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებად მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროების 350-მდე თანამშრომელს საშუალებას მისცემს, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად, გაიარონ მათთვის სასურველი დისტანციური სასწავლო კურსი.
ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სასწავლო აპლიკაციების შექმნაზე, რათა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა და თანამშრომლებმა შეძლონ დისტანციური კურსის გავლა პერსონალური ლეპტოპების, ტელეფონებისა თუ აიპადების მეშვეობით.