საქართველოში პირველად, ყურძნის საკრეფი კომბაინი "თელავის ღვინის მარნის" კუთვნილ ვენახებში გამოჩნდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კომპანიამ კომბაინი მიმდინარე წელს შეიძინა. კომბაინი მხოლოდ მარცვალს იღებს და მას მოსავლის აღება დღეღამის ნებისმიერ დროს შეუძლია.
ყურძნის საკრეფი კომბაინი საფრანგეთშია წარმოებული.