საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღდგენილი მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდინარე მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811 ლარია