2019 წლის 15 სექტემბერს ქალაქ თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი იმართება.
ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად.
ფორუმზე ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვარიელონ საგამოფენო სივრცეები, მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, გაეცნონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეზენტაციებს.