ორი ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

14 სექტემბერი, 2019 12:37 სპორტი


საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) ყახაზეთში დღეს დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაოების ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

წურწუმიამ ჩინელი ჩაო 9-0 და რუსი კაბალოევი 8-3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ შოთა ოგავას შეხვდება.

გობაძემ ამერიკელ სტეფანოვიჩს 7-0 და ჩინელ ქიანს 9-0 მოუგო, ნახევარფინალში უზბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდება.

ნახევარფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

55 კგ
ნუგზარ წურწუმია (საქართველო) - შოთა ოგავა (იაპონია)
ალდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი) - ხორლან ხაკანშა (ყაზახეთი)

63 კგ
შინობუ ოტა (იაპონია) - ალმატ კებისვაევი (ყაზახეთი)
სტეპან მარინიანი (რუსეთი) - სლავიკ გალსტიანი (სომხეთი)

72 კგ
აბუაზიდ მანციგოვი (რუსეთი) - ბალინტ კორპასი (უნგრეთი)
აიკ მნაცაკანიანი (ბულგარეთი) - არამ ვარდანიანი (უზბეკეთი)

82 კგ
ლაშა გობაძე (საქართველო) - ნურბეკ ხაშიმბეკოვი (უზბეკეთი)
საედ აბდვალი (ირანი) - რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)


ბოლო სიახლეები