15 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 45 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 28 ათასი ტონა რქაწითელი, 12,3 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
გასული დღეღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 8 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა, რაც მიანიშნებს რომ რთველი კახეთში პიკური გადამუშავების ფაზაშია.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში 12 ათასი ტონა, შემდეგ მოდის გურჯაანი და სიღნაღის მუნიციპალიტეტები, დაახლოებით 11-11 ათასი ტონა.