ცნობილი კინოფილმით "რაჭა ჩემი სიყვარული" დაწყებული ისტორია გრძელდება

16 სექტემბერი, 2019 19:01 საზოგადოება


ცნობილი კინოფილმით "რაჭა ჩემი სიყვარული" დაწყებული ორი რეგიონის რაჭისა და რაჩის მეგობრობის ისტორია გრძელდება.

საქართველოს ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო ბრატისლავას რაჩის მხარის (Mestská čast‘ Bratislava-Rača) მუნიციპალიტეტში გამართულ რთველის დაწყების საზეიმო ცერემონიაში.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბრატისლავას მხარის გუბერნატორი იურაი დრობა, ქ. ბრატისლავას მერი მატუშ ვალო და რაჩის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი („სტაროსტა“) მიხალ დროტოვანი.

 საზეიმო ცერემონიაზე ელჩმა სტუმრებს სლოვაკურ ენაზე მიმართა. მან ისაუბრა საქართველოს რაჭისა და სლოვაკეთის რაჩის რეგიონებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე და ხაზი გაუსვა ამ ურთიერთობების შენარჩუნების და შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას.

 ოფიციალური გამოსვლების დასასრულს, ბრატისლავას კათოლიკური და ევანგელისტური ეკლესიების წარმომადგენლებმა აკურთხეს 2019 წლის რთველი, რის შემდეგაც მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლურად დაწურეს და დააგემოვნეს 2019 წლის რაჩის ყურძნის მოსავალი.


სლოვაკეთი

ბოლო სიახლეები