1-15 სექტემბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავის აღსანიშნავად, რუმინელმა მთამსვლელებმა თეოფილ ვლადმა და რომეო პოპამ მწვერვალი „გურამ თიკანაძე“ (3436 მ) და მწვერვალი „კამერონი“ (3760 მ) დალაშქრეს. მთასვლელებს განზრახული ჰქონდათ საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, „შხარას“ (5200 მ) დაპყრობაც, რასაც ხელი შეუშალა უამინდობამ. აღსანიშნავია, რომ ცუდი ამინდის მიუხედავად, რუმინელმა მთასვლელებმა 4000 მეტრის სიმაღლეზე ასვლა შეძლეს.
რუმინეთში დაბრუნების შემდეგ, ალპინისტები ეწვივნენ საქართველოს საელჩოს რუმინეთში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს შეხვდნენ. ალპინისტებმა მადლიერება გამოხატეს ქართული მხარის მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერის გამო და ისაუბრეს მომავალში ალპინიზმის სფეროში ურთიერთობების პერსპექტივებზე.
ექსპედიციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუმინეთის მთასვლელთა და მეკლდეურთა ფედერაცია.