შესაძლოა, ბათუმსა და დოჰას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

18 სექტემბერი, 2019 17:48 ეკონომიკა & ბიზნესი



კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა 17 სექტემბერს შეხვედრა გამართა კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან, ჯასიმ ბინ საიფ ალ სულაიტისთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის ქ. დოჰასა და ქ. ბათუმს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობა, ორი ქვეყნის საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოებს შორის თანამშრომლობის დაწყება, ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, აგრეთვე ა.წ. 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმში კატარის მხარის მონაწილეობა და ა.წ. 29 ოქტომბერს დოჰაში დაგეგმილ “უსაფრთხო, ჭკვიანი ქალაქების გამოფენაში” (QITCOM 2019) ქართული დელეგაციის მონაწილეობა.


კატარი

ბოლო სიახლეები