სტრასბურგის სასამართლო 3 ქართულ საქმეზე გადაწყვეტილებებს 2019 წლის 18 ივლისს გამოაქვეყნებს

2 ივლისი, 2019 11:40 სამართალი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.
 
ეს საქმეებია: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე);  ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).


ბოლო სიახლეები