„კლიმატურად საკმაოდ რთული წელია; ამავდროულად, გვაქვს დიდი მოსავალი. შესაბამისად, ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, როგორც ყურძნის ხარისხის მიმართულებით, ისე სამინისტროსთვის, რომ რთველი მაქსიმალურად ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე და ისეთივე წარმატებით ჩატარდეს, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა",
განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
"სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, წელს გააკეთა გარკვეული ინტერვენციები.
იმისათვის, რომ ბაზარზე სიტუაცია დაბალანსდეს, მევენახეების ინტერესები იყოს დაცული და მათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონდეთ, ჩვენ სახელმწიფო კომპანიას „აკურა“ პირდაპირი შესყიდვების განხორციელების უფლება მივეცით.
„აკურა“ იბარებს ჭარბ ან, ხშირ შემთხვევაში, დაზიანებულ ყურძენს. შესაბამისად, ჩაბარების პრობლემა ჩვენს მევენახეებს არ ექნებათ.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.