კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას გადასცდა

21 სექტემბერი, 2019 13:13 ეკონომიკა & ბიზნესი



21 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 65 ათასი რქაწითელი, 28 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.
ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 10-11 ათას ტონას აღწევს, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ პიკური გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. ასეთ შემთხვევებში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე ღვინის მარნებში.


ყურძენი

ბოლო სიახლეები