რაჭაში რთველისთვის მზადება დაიწყო. სეზონის აქტიურ რეჟიმში გადასვლამდე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას, სოფელ ხვანჭკარაში გაეცნო.
წელს რეგიონი გაზრდილ მოსავალს ელოდება. შარშან მხარეში რეკორდული რაოდენობის ყურძენი დაიკრიფა. რაჭაში ალექსანდრეულის და მუჯურეთულის მოსავალმა 1500 ტონა შეადგინა, ლეჩხუმში კი 800 ტონა ცოლიკაურის
მოსავალი დაფიქსირდა.
ბოლო 6 წლის განმავლობაში ახალი ვენახი რაჭაში 1100, ხოლო ლეჩხუმში 800 ჰექტარზე გაშენდა.