იწყება ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა. ფილმების მიღება ეროვნულმა კინოცენტრმა 2 ივლისს დაიწყო. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ივლისი.
შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ივლისის ბოლოს.
შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია დაერქვა.
განაცხადის მისაღებად აუცილებელია ფილმი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
პირობები:
ასევე საყურადღებოა:
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2019 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს – დავით ვაშაძეს (D.Vashadze@gnfc.ge).