კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

22 სექტემბერი, 2019 15:23 ეკონომიკა & ბიზნესი


კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს.

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპსსოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.
ხვნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დილიჩას ტერიტორიაზე, სადაც შპსსოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისტექნიკა 70 ჰა მიწის ფართობს ამუშავებს.
საშემოდგომო ხვნის სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპსსოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.


ბოლო სიახლეები