"კახეთში არ მეგულება ოჯახი, რომ არ აწარმოებდეს კარგი ხარისხის ღვინოს, რომელიც ბოთლში ჩამოისხმება"

26 სექტემბერი, 2019 15:28 ეკონომიკა & ბიზნესი



მცირე მარნების რაოდენობა ძალიან მზარდია ბოლო პერიოდში. ყალიბდება ბევრი ახალი ბრენდი, ბაზარზე ჩნდება ბევრი ახალი ღვინო, რა ძალიან მისასალმებელია. კახეთში არ მეგულება ოჯახი, რომელიც არ აწარმოებდეს კარგი ხარისხის ღვინოს, რომელიც ბოთლში ჩამოისხმება, იქნება უმაღლესი ხარისხის და მისაღები იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის,“ - აცხადებს კიდევ ერთი წარმატებული მეღვინე ბექა ჯიმშელაძე (მარანიველინო).


ღვინის მარანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში საქმიანობა 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე წარმოება 12 ათას ბოთლს აღწევს, ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 3 ქვეყანაში. ბექა აშენებს ახალ ვენახს, მათ შორის უნიკალური და მივიწყებული ყურძნის ჯიშებისგან. ასევე, აფართოებს მარანს, სადაც ყოველდღიურად უამრავ სტუმარს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


წყარო: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები