Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Reinvantage-თან პარტნიორობით, 3 ოქტომბერს, პირველ საერთაშორისო She’s Next ჰაკათონის გრანდ ფინალს უმასპინძლებს ონლაინ ფორმატში.
ჰაკათონი გლობალური She’s Next Empowered by Visa ინიციატივის ნაწილია და მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ქალ მეწარმეებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მონაწილეები 17 ქვეყნიდან ჩართულები იყვნენ ინტერაქციულ ვებინარებში, რომლებსაც ინდუსტრიის ექსპერტები უძღვებოდნენ.
შედეგად ჩამოყალიბდა 10 გუნდი, რომელთა ხელმძღვანელებიც ქალები არიან. ეს გუნდები ჰაკათონში მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ ბიზნეს იდეებს გამოცდილი მენტორების დახმარებით განავითარებენ. გრანდ ფინალზე გუნდები პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარდგებიან.
გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან და ჯამში $20,000-ის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცემათ:
· მთავარი გამარჯვებული - $10,000
· ყველაზე ინოვაციური - $5,000
· საუკეთესო სოციალური პროექტი - $5,000
გრანდ ფინალს დაესწრებიან წარმატებული მეწარმეები, ინდუსტრიის ლიდერები და Visa-ს წარმომადგენლები.
ღონისძიების პროგრამა:
„She’s Next ჰაკათონი ქალების შემოქმედებით ძალას წარმოაჩენს. პროგრამას შემოუერთდა 1750 ქალ მეწარმეზე მეტი 17 ქვეყნიდან, რათა გაიუმჯობესონ უნარები და მიიღონ ცოდნა, რომელიც აუცილებელია მუდმივად ცვალებად გარემოში წარმატების მისაღწევად. ამჟამად, 10 გამორჩეული გუნდი ემზადება რომ თავიანთი პროექტები წარმოადგინონ გრანდ ფინალზე“, აღნიშნა კრისტინა დოროშმა, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. „მოუთმენლად ველი, შევუერთდე დიალოგს, სხვა ქალ ლიდერებთან ერთად და ვიზეიმოთ ჩვენს რეგიონში ქალი მეწარმეების შემოქმედებითობა და ხედვა“.
„Reinvantage ამაყია, რომ მასპინძლობს ჰაკათონს და აერთიანებს ქალ ლიდერებს რეგიონის მასშტაბით. გრანდ ფინალის მსგავსი აქტივობები გვაჩვენებს რომ როდესაც ადამიანებს აქვთ სივრცე განვითარებისთვის, მათი გავლენა იზრდება და სცდება საზღვრებს“, თქვა ენდრიუ ვრობელმა, Reinvantage-ის რეინვენციის მთავარმა ოფიცერმა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს რეგისტრაციას. შემოგვიერთდით ონლაინ 3 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 15:30 საათამდე (CEST), რათა აღმოაჩინოთ ახალი იდეები და გახდეთ სამეწარმეო საზოგადოების ნაწილი. გრანდ ფინალს შეგიძლიათ დაესწროთ ჰაკათონის გვერდზე: https://shesnext.emergingeurope.org/hackathon2025/.