შინდის სასმელი ალუბლის ფოთლებით
მასალა:
შინდი - 1
კგ
შაქარი -
1 კგ
ალუბლის ფოთოლი
- დაახლოებით 300 ცალი
წყალი -
10 ლიტრი
მომზადება:
კარგად გარეცხილი შინდი და ალუბლის ფოთლები ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 10 ლიტრი ცივი წყალი. აადუღეთ. დაუმატეთ შაქარი, ადუღეთ კიდევ 10 წუთი და გამორთეთ. თავდახურული გააჩერეთ გაცივებამდე. შემდეგ კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, გადაწურეთ და ქაფქაფა წვენი ჩაასხით კარგად გარეცხილ, მდუღარეგამოვლებულ ქილებში. დაახურეთ ასევე მდუღარეგადავლებული სახურავები და მჭიდროდ მოუჭირეთ.
სულ ესაა - სურნელოვანი, გამორჩეულად სასარგებლო სასმელი მზადაა.
ახლა მცირეოდენი განმარტებები:
თავიდან მოგეჩვენებათ,
რომ ქვაბში სითხე მეტისმეტად უფერულია. თუმცა, გვენდეთ: გაცივებისა და ხელმეორედ წამოდუღების
შემდეგ იმ ფერს მიიღებთ, მთავარ ფოტოზე რომ ხედავთ. თუ გსურთ, შეგიძლიათ შინდის რაოდენობა
გაზარდოთ, დანარჩენი ინგრედიენტების რაოდენობა კი უცვლელი დატოვოთ - უფრო გაჯერებული
ფერისა და არომატის მქონე სასმელს მიიღებთ.
ალუბლის ფოთლების
დაკრეფა, რასაკვირველია, გაზაფხულზე, ყვავილობისას სჯობს - ამ დროს ფოთლები მაქსიმალური
რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. თუმცა, იმ დროს არ გვაქვს შინდი.
გამოსავალი: გაზაფხულზე შინდს ალუბლით
ვანაცვლებთ. ფოთლებს კი ვაშრობთ და შემოდგომისთვის - ამ რეცეპტისთვის ვინახავთ. რადგან
უმრავლესობას გაზაფხულზე ფოთლები არ შემოუნახავს, შეყვითლებამდე თუ მოასწრებთ, ახლაც შეგიძლიათ
დაკრიფოთ - მაინც სასარგებლო ნივთიერებების საკმაოდ დიდ ულუფას მიიღებთ. რაც შეეხება
რაოდენობას: 300 ცალი იდეალური ვარიანტია. არაფერი დაშავდება, თუ ამ რაოდენობასაც შეამცირებთ.
ახლა შეგახსენებთ, რა სარგებლობა მოაქვს სასმელში
შემავალ ინგრედიენტებს:
შინდი აუმჯობესებს ნივთიერებთა
ცვლასა და მხედველობას, ხელს უშლის სახსრებში მარილების ჩალაგებას, ააქტიურებს უჯრედების
განახლების პროცესს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს. კენკრა კოსმონავტების
რაციონშიც კი შედის. შველის დიარეას, უხდება პოდაგრას, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას,
ჰიპერტონიას, ბუასილს, ანემიას, დეპრესიას. განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის,
რომლებსაც სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება სურთ - შინდი ხომ უხსოვარი დროიდან მიიჩნევა
აფროდიზიაკად! ის საკმაოდ ამაღლებს პოტენციას, რისთვისაც შინდისგან მომზადებულ სასმელს
ძველ დროში უშუალოდ სასიამოვნო პროცესის წინ სვამდნენ. გაითვალისწინეთ, რომ სასმელი
მატონიზებელია და, თუ სასიყვარულო ღამე არ გელით, ძილის წინ ნუ მიირთმევთ.
ალუბლის ფოთლები შეიცავს პექტინებს,
А და В ჯგუფის ვიტამინებს,
კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, იოდს, სპილენძს. ასევე ფოლიუმის მჟავას,
რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩანასახის განვითარებისთვის. ორსულმა ქალებმა
აუცილებლად უნდა მიიღონ ამ ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ფოთლების ნახარში სასარგებლოა
იმუნიტეტის გასაძლიერებლად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში; ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების
გაჩენის რისკს. კლავს წყურვილს, შველის ცისტიტს, თირკმელების დაავადებებს, გაციებასა
და ანგინას. აქვს შარდმდენი ეფექტი, რისი წყალობითაც აქვეითებს არტერიულ წნევას. ორგანიზმიდან
გამოაქვს შლაკები და მძიმე ლითონები. უხდება
სახსრებს. ფოთლებში შემავალი კვერციტინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, იცავს გულს, სისხლძარღვებსა
და ნერვულ სისტემას. მთრთიმლავი ნივთიერებები აცხრობს ანთებით პროცესებს. ასევე შეიცავს
კუმარინს, რომელიც არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს და თრომბების წარმოქმნისგან
დაგიცავთ. ფიტონციდები - ბუნებრივი ანტიბიოტიკები ანადგურებენ მავნე მიკროორგანიზმებს
და ხელს უშლიან მათ გამრავლებას. სიფრთხილეა საჭირო სასმელის გასტრიტისა და წყლულოვანი
დაავადების მწვავე ფაზაში მიღებისას, რადგან შესაძლოა მან კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება
გამოიწვიოს.
გემრიელად მიირთვით!
თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"