იძულებით გადაადგილებული პირები მათთვის საინტერესო ინფორმაციას ახალი ვებგვერდის მეშვეობით შეიტყობენ

19 ივლისი, 2020 16:29 საზოგადოება





იძულებით გადაადგილებული პირები მათი განსახლებისა თუ დასაქმების მიმართულებით არსებული სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდის საშუალებით მიიღებენ.

ახალი ვებ-გვერდი - www.idp.gov.ge იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიურ რეჟიმში გაეცნონ სააგენტოს საქმიანობას და ჩაერთონ ყველა იმ პროგრამასა თუ პროექტში, რასაც სახელმწიფო მათთვის ახორციელებს.


ბოლო სიახლეები