ჩინური ტელეკომპანია CGTN საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

2 იანვარი, 2022 22:52 საზოგადოება

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, უმსხვილესი ჩინური საერთაშორისო ტელეკომპანია CGTN საქართველოში და კავკასიის რეგიონში საქმიანობის დაწყებას გეგმავს. კომპანიის მაუწყებლობა მთელ მსოფლიოში რამდენიმე ენაზე ხორციელდება. წინასწარი ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლის საქმიანობას ცნობილი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ბადრი ნაჭყებია განახორციელებს. ის დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისი ტელეკომპანია „მირის“ საქართველოს ფილიალის დირექტორი იყო. ამჟამად პროფესორი ბადრი ნაჭყებია ექსპერტ-კონსულტანტად თანამშრომლობს ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ უნივერსიტეტთან.

ჩინეთი

ბოლო სიახლეები