ესპანეთში მგზავრობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები გამოქვეყნდა

16 ნოემბერი, 2020 17:59 საზოგადოება




საქართველოს საელჩო ესპანეთში მგზავრობასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აქვეყნებს:

"გაცნობებთ, რომ მ.წ 23 ნოემბრიდან, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე ესპანეთის სამეფოში მკაცრდება სასაზღვრო სანიტარული კონტროლი. ნებისმიერმა მგზავრმა, რომელიც მიემგზავრება ესპანეთის სამეფოში რისკის ზონად მიჩნეული ქვეყნიდან, ესპანეთის ტერიტორიაზე სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტი უარყოფითი პასუხით . ასევე მგზავრობამდე შევსებული სამედიცინო კონტროლის ანკეტა, რომლის მოძიებაც შეიძლება ვებ გვერდზე: www.spth.gob.es ან აპლიკაციის SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH საშუალებით.

მგზავრს PCR ტესტის წარდგენა შეიძლება მოეთხოვოს მგზავრობის ნებისმიერ მომენტში. ტესტის პასუხი უნდა იყოს ორიგინალი, გაცემული ესპანურ ან ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში უნდა იყოს მოთითებული შემდეგი მონაცემები: მგზავრის სახელი და გვარი, პასპორტი ან პირადობის მოწმობის ნომერი (რომელიც უნდა ემთხვეოდეს სამედიცინო კონტროლის ანკეტაში მითითებული ნომერს), ტესტის გაკეთების თარიღი, ტესტის ჩამტარებელი ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია, გამოყენებული ტექნიკა და ტესტის უარყოფითი პასუხი.
ამასთანავე, შეგახსენებთ რომ ესპანეთის სამეფომ საქართველო იმ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო საიდანაც მოგზაურებს ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას აქვს. გამონაკლისი შემთხვევების გადასამოწმებლად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

https://boe.es/boe/dias/2020/07/03/pdfs/BOE-A-2020-7140.pdf

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ესპანეთი

ბოლო სიახლეები