საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი“ დაემატა

18 მაისი, 2020 16:47 ეკონომიკა & ბიზნესი

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი“ დაემატა.

“წარაფის“ დარეგისტრირებით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.

”წარაფი“ ქარვისფერი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

„წარაფი“ მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. „წარაფის“ დამზადებისას რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინო

ბოლო სიახლეები