საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ქალაქის ეტაპობრივი გახსნის მესამე ეტაპთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

6 ივლისი, 2020 18:20 უცხოეთის ამბები



საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში განცხადებას აქვეყნებს და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 6 ივლისს ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ეტაპს:

"ქ. ნიუ იორკში მესამე ფაზა მოიცავს შემდეგი ინდუსტრიების გახსნას:

1. პირადი მოვლის მომსახურებები;

COVID-19 ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ქ. ნიუ იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი.

შეგახსენებთ, რომ COVID-19 გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები და ატაროთ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში".

წყარო:  https://forward.ny.gov/new-york-city-phase-three-industries



აშშ

ბოლო სიახლეები