საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს:
"თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის ხვალ, 1 დეკემბერს, 21:00 საათიდან!
ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად უნდა წარადგინოთ ე.წ. “HES” კოდი.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!
ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26"
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"