საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს:
"თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 21 ნოემბრის 20:00 საათიდან 22 ნოემბრის 10:00 საათამდე და 22 ნოემბრის 20:00 საათიდან 23 ნოემბრის 05:00 საათამდე.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყოველ მომდევნო შაბათ-კვირას, სხვა ახალი რეგულაციის დამტკიცებამდე, მოქალაქეებს, ქუჩაში გასვლა შეეძლებათ მხოლოდ 10:00-დან 20:00 საათამდე.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!
ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"