რეჰანის სიროფი - ლამაზი, სასარგებლო და გემრიელი სასმელების მოსამზადებლად

18 ოქტომბერი, 2020 16:14 კულინარის ბლოგი

რეჰანის სიროფი

 მასალა:

რეჰანი - 250 გრამი

ლიმონმჟავა - 1 სუფრის კოვზი

შაქარი - 1 კილოგრამი

წყალი - 0,5 ლიტრი

არაყი - 0,5 ლიტრი (ლიქიორის მომზადების შემთხვევაში)

 

 მომზადება:

რეჰანი დავკუწოთ წვრილად. მოვაყაროთ ლიმონმჟავა, ავურიოთ, კარგად ავსრისოთ და თავდახურული გავაჩეროთ 24 საათით.

ცალკე მოვადუღოთ სიროფი შაქრითა და წყლით. მდუღარეშივე ჩავყაროთ გამზადებული რეჰანი და მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან. მიღებული მასა გავაჩეროთ 2 დღე-ღამით. გადავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და შევინახოთ მაცივარში.

თუ ლიქიორის მომზადება გვსურს, მიღებულ სიროფს დავუმატოთ არაყი.

 გემრიელი, ლამაზი და სასარგებლო სასმელის მისაღებად სიროფი შეგვიძლია გავხსნათ წყალში, ჩავამატოთ ჩაიში ან გამოვიყენოთ ტორტის დასანამად.

 აქვე შეგახსენებთ რეჰანის სასარგებლო თვისებებს:

შეიცავს А, В2, С, РР ვიტამინებს, ფიტონციდებს, კაროტინს, ფრუქტოზას. ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის მავნე ბაქტერიებს, პარაზიტებს, სოკოს; აუმჯობესებს კანის გარეგნულ იერს, მეხსიერებას, თავის ტვინის მუშაობას, მხედველობას; ორგანიზმს იცავს რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან; არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას; ამსუბუქებს შარდის ბუშტის ანთებას, რევმატიზმს, ართრიტს, მეტეორიზმს; გაციებისა და გრიპის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა; არეგულირებს სასქესო ჰორმონების დონეს. აძლიერებს პოტენციას. ოდითგანვე მიიჩნეოდა ძლიერ აფროდიზიაკად.

რეჰანისგან დამზადებული პრეპარატები სიფრთხილით უნდა მოიხმარონ სისხლის შედედების მაღალი მაჩვენებლის მქონე პირებმა. ასევე არ არის მათი მიღება სასურველი ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების, დიაბეტის, ჰიპერტონიის, ეპილეფსიის, თრომბოფლებიტის, კუჭის წყლულის შემთხვევაში, ორსულობისას და 7 წლამდე ასაკში.

 თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                                  მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                                



კულინარია

ბოლო სიახლეები