საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

24 სექტემბერი, 2019 20:07 სპორტი



საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

სამხრეთ კორეაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს გუნდმა, რომლის ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ, მეოთხედფინალში პოლონეთი, ხოლო ნახევარფინალში იტალია დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველი მოფარიკავეები ჩინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. 


კორეა

ბოლო სიახლეები