ნიკოლო ბალინიმ თბილისში მოგზაურობის დროს მომზადებული ვიდეორგოლები გამოაქვეყნა

3 ოქტომბერი, 2019 13:23 ტურიზმი



22-26 სექტემბერს, თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქს ცნობილი იტალიელი youtube ბლოგერი - ნიკოლო ბალინი ეწვია (სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც Human Safari, Nicolò Balini).

ნიკოლო ბალინი 2012 წლიდან აქტიურად არის ჩართული ტურიზმის ინდუსტრიაში. ის ერთ-ერთ მთავარ ინფლუენსერად ითვლება და ფლობს წარმატებულ youtube არხებს: Human Safari და Nicolò Balini, რომელებზეც 1 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მიმდევრებს უზიარებს პრაქტიკულ ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობის შესახებ.

თბილისში ვიზიტისას მან პოპულარიზაცია გაუწია დედაქალაქის ტურისტულ პროდუქტებს, სამზარეულოს და თავის მიმდევრებს მოგზაურობის პრაქტიკული რჩევები გაუზიარა.

მითითებულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ მის მიერ თბილისში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებული ვიდეორგოლები, რომლებსაც ჯამში 500 000-ზე მეტი ნახვა აქვს :

https://www.youtube.com/watch?v=RiyrdICxdl0&t=371s

https://www.youtube.com/watch?v=zhJXJzAV5_c&t=315s

https://www.youtube.com/watch?v=H2SW6gX_y1k&t=441s


წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური


იტალია

ბოლო სიახლეები