ცნობილი ქართველი მხატვრის, ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია უპრეცედენტო აქციას სთავაზობს იმ ნიჭიერი მოზარდების ოჯახებს, რომლებსაც ბავშვის ძვირადღირებულ კურსებზე ტარების საშუალება არ აქვთ.
სახვითი ხელოვნების სტუდია აცხადებს მოზარდთა და აბიტურენტთა მიღებას გრაფიკა-ფერწერა ან გრაფიკა-ქანდაკების უფასო კურსებზე. აუცილებელი წინაპირობაა: მსურველი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის წარმომადგენელი. რაოდენობა შეზღუდულია (10 ბავშვი). სწავლა უფასოა.
„გააზიარეთ‼️ გაავრცელეთ‼️ რათა გაიგონ იმ ოჯახებმა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, მიუხედავად ნიჭისა, ბავშვი ძვირადღირებულ მოსამზადებელ კურსებზე ატარონ‼️“, ნათქვამია სახვითი ხელოვნების სტუდიის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.
სწავლა დაიწყება 1 ივლისიდან.