ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას აქვეყნებს:
"ძვირფასო მგზავრებო, რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შედეგად ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ თბილისი-მოსკოვი-თბილისი პირდაპირი ავიარეისების განრიგს ცვლის და დღეიდან მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ახალი მარშრუტით მოემსახურება.
აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანია მგზავრებს ყოველდღიურად ორ რეგულარულ ავიარეისს შესთავაზებს. მგზავრთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, სატრანზიტო დროის მონაკვეთი მხოლოდ 35 წუთს შეადგენს. გარდა ამისა, მგზავრებს არ მოუწევთ ბარგის გატანა და თვითმფრინავის დატოვება. თბილისი-ერევანი-მოსკოვის რეგულალურ ავიარეისებზე მგზავრებს იატასა და იკაო მიერ სერტიფიცირებული ბოინგ 737-700 მოემსახურება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ სალაროებში, ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებსა და სხვა ყველა შესაძლო რეზერვაციის არხის საშუალებით. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მოქმედი ავიაბილეთი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, 8 ივლისიდან ავიაკომპანია სთავაზობს განახორციელონ ფრენა ერევნის გავლით. ხოლო მგზავრებს, რომლებსაც არ სურთ ახალი განრიგით ფრენის განხორციელება, უფლებამოსილები არიან მოითხოვონ და მიიღონ ავიაბილეთების საფასურის სრული ანაზღაურება ჯარიმის გარეშე. ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ მგზავრებს ატყობინებს, რომ ავიაბილეთის ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ სააგენტოსა და გაყიდვის ოფისში, სადაც ავიაბილეთი იქნა შეძენილი. ასევე, სთავაზობს სამგზავრო თარიღის ცვლილებას ავიაბილეთის შესაბამისი კლასის წესების მიხედვით.
იხილეთ ავიარეისების განრიგი:
1. A9 725 Tbilisi 08.15 Yerevan 08.45
A9 3930 (RM 930) Yerevan 09.20 Moscow (VKO) 10.50
A9 3929 (RM 929) Moscow (VKO) 11.50 Yerevan 15.20
A9 726 Yerevan 15.55 Tbilisi 16.25
2. A9 723 Tbilisi 17.40 Yerevan 18.10
A9 3928 (RM 928) Yerevan 18.45 Moscow (VKO) 20.15
A9 3927 (RM 927) Moscow (VKO) 21.15 Yerevan 00.45
A9 724 Yerevan 01.20 Tbilisi 01.50
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.georgian-airways.com"