იმისათვის, რომ ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ და წარმოებული პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩეს, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა .
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
• არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.
• ასევე, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ იმ საწარმოებს, რომლებიც რეგისტრირებულები იქნებიან საკოორდინაციო შტაბში, შეუძლიათ ისარგებლონ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საბრუნავი საშუალებების ქვეკომპონენტით.
ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.
წყარო: