ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი კლასებში პირველ ოქტომბრამდე არ განახლდება

9 სექტემბერი, 2020 00:09 განათლება




შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი კლასებში არ განახლდება,15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება.
ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი აქტიურად გრძელდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში. მუნიციპალიტეტების სკოლების უმრავლესობა მზად არის გაიაროს შესაბამისი შემოწმება.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ხელვაჩაურის სკოლებში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლები უზრუნველყოფილები არიან პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
ახალ სასწავლო წელს ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა.

წყარო:

ბოლო სიახლეები