ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში -
ლი იენი
მიმდინარე წლის 26-29 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომპარტიის მე-19 მოწვევის ცენტრალური კომიტეტის მე-5 პლენარული სხდომა გაიმართა. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის „ასწლეულის ორი მიზნის“ ისტორიულ თემას მიეძღვნა და მომდევნო ხუთწლიან პერიოდში ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა განისაზღვრა. სხდომის უმთავრეს მიღწევას „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ ნაციონალური ეკონომიკისა და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმისა და 2035 წლის გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების“ მიღება წარმოადგენს.
ამ სხდომაზე ქვეყნის სამომავლო განვითარების გეგმები დაისახა. წელს „მე-13 ხუთწლედის“ ბოლო წელია, რითაც „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ ჩამოყალიბება და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა უნდა დასრულდეს. 2021 წელს ჩინეთი განვითარების ახალ ფაზაში შედის და „ყოველმხრივ დოვლათიანი სოციალისტური თანამედროვე სახელმწიფოს“ მშენებლობის გზაზე სვლას იწყებს. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, "რეკომენდაციებში" "მე-14 ხუთწლედის" სახელმძღვანელო პრინციპები, ძირითადი მიზნები, პრიორიტეტული ამოცანები და მნიშვნელოვანი ზომები განისაზღვრა. იგი 2035 წლისათვის სოციალისტური მოდერნიზაციის მიღწევის გრძელვადიან მიზანს ითვალისწინებს და ძირითად კითხვებზე, თუ განვითარების ახალ ფაზაში რა სახის განვითარების მიღწევაა საჭირო და როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, პასუხებს თავს ერთად უყრის. "რეკომენდაციების" მიხედვით, "მე-14 ხუთწლედსა“ და შემდგომ პერიოდში ჩინეთის ეკონომიკურ-სოციალური განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობაზე; ინოვაციის, კოორდინაციის, ეკოლოგიის, გახსნილობის და გაზიარების ახალ კონცეფციას მეტი ყურადღება დაეთმობა და წამყვანი როლი დაეკისრება; შიდა მომარაგების სტრუქტურული რეფორმის გაღრმავებით, განვითარების ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლებით, ხარისხის, ეფექტურობის და სტიმულის ტრანსფორმაციის ხელშეწყობით, 1.4 მილიარდიანი ჩინეთის მოსახლეობის ენერგიის სრულად სტიმულირებით, განვითარების შედეგები მთელ ერს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. პირველად "რეკომენდაციები" მთელი ერის საერთო კეთილდღეობას, როგორც გრძელვადიან მიზანს განიხილავს, რაშიც არსებითი წინსვლა აშკარაა. ეს სრულად ადასტურებს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხზე ორიენტირებულ განვითარების იდეოლოგიას მისდევს - განვითარება ხალხისთვის, განვითარება ხალხზე დაყრდნობით, განვითარების შედეგები ხალხის სამსახურში; ადამიანების ყოველდღიურად მზარდ მოთხოვნებს უკეთესი ცხოვრებისათვის მუდმივად დამაკმაყოფილებლად პასუხობს; ხალხში წარმატების, ბედნიერების და უსაფრთხოების შეგრძნება მუდმივად ძლიერდება.
ამ შეხვედრაზე მსოფლიოს განვითარებისთვის უფრო სრულყოფილი "ჩინური ხედვა" შემუშავდა. დღეს მსოფლიოში უპრეცედენტო ცვლილებები მიმდინარეობს. კოვიდ-19-ის გლობალურმა პანდემიამ კაცობრიობა არნახული გამოწვევებისა და გამოცდის წინაშე დააყენა. "რეკომენდაციები" ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი "ორმაგ ციკლზე" დაფუძნებული ახალი განვითარების მოდელის შექმნას დააჩქარებს, სადაც შიდა ციკლი მთავარი ძალა იქნება და შიდა და საერთაშორისო ციკლები ურთიერთსტიმულირებას მოახდენენ. უფრო ღია შიდა და საერთაშორისო "ორმაგი ციკლის" შექმნა არა მხოლოდ ჩინეთის განვითარების საჭიროებებს დააკმაყოფილებს, არამედ მსოფლიოს ხალხებს მეტ სარგებელს მოუტანს. როგორ სწარაფადაც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი გახსნილობის ძირითად ეროვნულ პოლიტიკას მტკიცედ შეინარჩუნებს. ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას "საერთაშორისო ციკლში", ისე, რომ "შიდა და საერთაშორისო ციკლები" ერთმანეთს ხელს შეუწყობს და ერთმანეთს შეავსებს. "რეკომენდაციების" მიხედვით, ჩინეთი მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლის დროშას მტკიცედ აღმართავს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას მტკიცედ დაიცავს, საგარეო კავშირებს ყველა სფეროში და ყველა დონეზე მხარს დაუჭერს, ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობებისა და "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. ჩინეთი მზადაა, ხელი შეუწყოს უფრო მასშტაბურ, ფართო და მაღალი დონის გახსნილობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ურთიერთსარგებლის მიღწევას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას და გამარტივებას, "სარტყელისა და გზის" მაღალ დონეზე განვითარებას, რაც მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარებისთვის ძლიერი სტიმული იქნება. ჩინეთი შეინარჩუნებს საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვს გაერო წარმოადგენს, შეინარჩუნებს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დაიცავს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომლის ბირთვს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია წარმოადგენს, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სერიოზული ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საერთაშორისო თანამშრომლობაში, ხელს შეუწყობს "საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" ფორმირებას. ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობის შენებას, გლობალურ განვითარებას და საერთაშორისო წესრიგის დაცვას მუდამ ხელს შეუწყობს.
"მე-14 ხუთწლედსა" და შემდგომ პერიოდში, ჩინეთის მაღალი ხარისხის ეკონომიკური განვითარება და უწყვეტი გახსნილობა, ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. საქართველოს ევრაზიის რეგიონში მნიშვნელოვანი გეოგრაფიული უპირატესობები აქვს. საქართველოს მზარდ ბაზარს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. იგი გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთთან "სარტყელისა და გზის შესახებ" თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრიც გახდა და რეგიონში პირველია, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა მუდმივად იზრდება, "სარტყელისა და გზის" ინიციატივა აქტიურად ხორციელდება. ამ ყველაფრიდან ჩინელმა და ქართველმა ხალხმა რეალური სარგებელი ნახა.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად, 2018-2019 წწ. ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, წელს კი მიუხედავად კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადი კლების ტენდენციისა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 992 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 13.9%–ით გაიზარდა, მათ შორის საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 180.8%–ით გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს და ამავდროულად უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაც გახდა. თვის დასაწყისში ჩინეთმა რიგით მე-3 საერთაშორისო იმპორტის გამოფენას წარმატებით უმასპინძლა. საქართველო ზედიზედ მესამე წელია, რაც მასში მონაწილეობს და ჩინეთისა და მსოფლიოს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას აჩვენებს. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ჩინეთში 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც საშუალო შემოსავლის მქონე 400 მილიონზე მეტია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და პერსპექტიული ბაზარი. ვარაუდობენ, რომ უახლოეს 10 წელიწადში ჩინეთში საქონლის იმპორტის ჯამური მოცულობა 22 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. მჯერა, რომ ჩინეთის ფართო სამომხმარებლო ბაზარი და ეკონომიკის აღდგენის ძლიერი დინამიკა ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას გააჩენს. ქართული მხარის ხედვა "დერეფნის ეკონომიკის" მშენებლობასთან დაკავშირებით "სარტყელისა და გზის" ინიციატივის მთავარ მიზნებსა და არსს ძლიერ ემთხვევა. "სარტყელისა და გზის" ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობები, გეოგრაფიული მდებარეობა და ადამიანთა თანხმობა გვაქვს, ამიტომ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები ფართოა. ახალი გარემოებებისა და გამოწვევების წინაშე, ჩინეთი შეეცდება, რომ "სარტყელი და გზა" გამოწვევებთან გამკლავების ურთიერთთანამშრომლობის გზად, ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გზად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის გზად, განვითარების პოტენციალის ათვისების გზად იქცეს. ჩინეთი "სარტყელისა და გზის" ინიციატივის მაღალხარისხიან განვითარებას შეუწყობს ხელს, რათა ინიციატივის მონაწილე ქვეყნების მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს. ჩინური მხარე მზადაა საქართველოსთან კომუნიკაციის გასაძლიერებლად, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, განვითარებიდან მიღებული სარგებელის გასაზიარებლად და ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაში ახალი თავის დასაწერად.
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"