ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე მასზე დასასწრები 3,22 მილიონი ბილეთია გაყიდული. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ ბილეთების ეს რაოდენობა იაპონელების მიერაა შესყიდული.
ბილეთების გაყიდვის შემდგომი ეტაპი შემოდგომაზე დაიწყება.
ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს 2020 წლის 24 ივლისი - 9 აგვისტოს უმასპინძლებს.