თამარ ლილუაშვილი საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის - "მსოფლიოს ვარსკვლავები" ფინალშია

18 ივლისი, 2019 12:23 კულტურა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში, სადაც საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი ,,მსოფლიოს ვარსკვლავები“ მიმდინარეობს, ,,რიბი-რაბოს“ და ანსამბლ ,,გინცის“ წამყვანი სოლისტი, ზუგდიდელი თამარ ლილუაშვილი, 66 ქვეყანას შორის ფინალშია. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გასულ წელს ზუგდიდელმა მომღერალმა აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში – Golden Dream გაიმარჯვა და გრან-პრის მფლობელი გახდა.

თამარ ლილუაშვილის პედაგოგი სტუდია ,,რიბი-რაბოს" ხელმძღვანელი ნინო მამფორიაა.

კალიფორნიაში გამგზავრების ხარჯები თამარ ლილუაშვილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.


მუსიკა

ბოლო სიახლეები