23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
23-25/08/2019 თბილისი-Black Sea Arena-ბათუმი-Black Sea Arena-თბილისი #884/883
გასვლა,თბილისი -12:40;
ჩასვლა,Black Sea Arena-17:25 ;
ჩასვლა,ბათუმი-18:23
გამოსვლა,ბათუმი-23:50
ჩამოსვლა,Black Sea Arena- 00:38;
ჩამოსვლა,თბილისი-05:15
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ# 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმი და 24 და 26 აგვისტოს მატ#811 ბათუმი-თბილისი „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც გაჩერდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია :
Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ვებ გვერდებზე : www.railway.ge, www.tkt.ge, www.biletebi.ge, www.matarebeli.ge;
სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით და საბილეთო სალაროებში.