განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ლიდერი ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს

11 სექტემბერი, 2019 13:26 განათლება



განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, წამყვანი ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი გრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ამერიკელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილა.

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, განათლების სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვის პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება, რაც სისტემას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებაში დაეხმარება.

უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.


აშშ

ბოლო სიახლეები