საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტის გრან-პრის ორი ძიუდოისტით ეწვია. ლაშა ბექაურმა (90 კგ) მეხუთე ადგილი დაიკავა, მძიმე წონაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა კი ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე იპონით მოიგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ფინალამდე მისი მეტოქეები იყვნენ იერასილ კაჟიბაიევი (ყაზახეთი), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი) და იაკოვ ხამო (უკრაინა).ფინალში თუშიშვილი უზბეკეთის წარმომადგენელს ბეკმუროდ ოლტიბოევი შეხვდა და ბრძოლის მიწურულს ტატამზე ბეჭებით დასცა.
საქართველს ორკაციანმა გუნდმა ვაჟთა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.